საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოცხადდა რეგისტრაცია ორდღიან სემინარზე "ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის".

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით უკვე მეშვიდე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

 

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

 

სემინარი გაიმართება 2019 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 ნოემბერი.

 

მოთხოვნები:

* მონაწილეობის მსურველს პედაგოგს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული;

* მონაწილეობის მსურველი პედაგოგი სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას ან გეოგრაფიას;

* მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს თბილისის საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებელი;

 

სემინარში მონაწილეობისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1LBXBBuN6N0Ss7Y8yAbsNeZmp8nTeBo9lQVvnyDLbBwQ/viewform?fbclid=IwAR0TcxNOsP_1cFtxDNaVnUY20qs4hzpgrCK4gbRkFOo68SPrPVetG-QhtbQ&edit_requested=true

15-11-2019