საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქალაქ რუსთავში შეხვედრა გაიმართა

11.11.19 - რუსთავი (N13 საჯარო სკოლა)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილმა, რუსთავის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მომძლავრებულ ანტი-დასავლურ პროპაგანდას.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველო - ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებსა და ინტეგრაციის მექანიზმებზე. დისკუსიის ფორმატში მსმენელებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და თანმდევ გამოწვევებზე. მოსწავლეები, ასევე, დაინტერესდნენ იმ შესაძლებლობებზე, რომლებითაც სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

11-11-2019