საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე უჩამბაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

12.11.19 - უჩამბა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს ორგანიზებით შუახევში, სოფელ უჩამბაში მოსწავლეებსა  და პედაგოგებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე  შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მაღალმთიან აჭარაში, სალომე აბულაძემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო - ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებს.

 

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულებაზე, კერძოდ საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA), საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა   რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 

12-11-2019