საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

14.11.2019 - სოფელი პირველი მაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.     

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა,    სალომე აბულაძემ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ასევე,   იმსჯელეს ევროინტეგრაციის პროცესში ნატოსა და ევროკავშირის ირგვლივ არსებულ მითებზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და შეხვედრის დასასრულს   მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია   ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

14-11-2019