საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ნენიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15.11.2019 - ნენია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს ორგანიზებით შუახევში, სოფელ ნენიაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა, სალომე აბულაძემ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველო - ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებს, ამ მხრივ არსებულ მითებსა და რეალობას. ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, კერძოდ საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA).

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები. 

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა   რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

15-11-2019