საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

15.11.19 - სასაშის საჯარო სკოლა

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, პარტნიორობას და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებს. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური მასალა. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

        

15-11-2019