საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში მცხოვრებ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

18.11.2019 - შუახევი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროსა და შუახევის მერიის "ქალთა ოთახის" თანამშრომლობით  შუახევში მცხოვრებ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა, სალომე აბულაძემ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე და უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე ისაუბრა.  ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველო - ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებსა და  ასოცირების ხელშეკრულებაზე.

 

შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა მცირე ვიქტორინა, მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები.

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა   რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. 

 

18-11-2019