საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

13.11.19 - ზუგდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მე-9   საჯარო სკოლაში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ,  ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს  ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,   არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

 

შეხვედრის დასასრულს  კი მონაწილეებს  საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

13-11-2019