საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სახალხო დღესასწაულს "ზამლეთობა" შეუერთდა

16.11.2019 - ზამლეთის თემი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შუახევის ბიურო შუახევში გამართულ სახალხო დღესასწაულს "ზამლეთობა" შეუერთდა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო   ცენტრის მიერ წარდგენილ სპეციალურ სტენდთან, ვიზიტორებს და ადგილობრივ მოსახლეობას   საშუალება ჰქონდათ   გაცნობოდნენ   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ თემატურ   მასალებს  , ასევე,  პროექტის “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა     რეგიონებში” ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მცირე ვიქტორინა, მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები. 

 

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ზამლეთის თემისთვის დამახასიათებელი ისტორულ - ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები და ასევე სელიმ ხიმშიაშვილის მუზეუმის ექსპონანტები.    გაიმართა სპორტული შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, ჭადრაკში და შაშში. კულტურულ ნაწილში მონაწილეობდნენ ანსამბლები ,,შუახევი“, ,,ფესვები“, ,,ხევი“ და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა.

 

16-11-2019