საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

15.11.19 - სოფელი საგვაზავო

აბაშის  მუნიციპალიტეტის სოფელ   საგვაზავოს   საჯარო სკოლაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, საქართველოს  ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,   არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე. შეხვედრას სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს  საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.  პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

15-11-2019