საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახალხო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახალხო დიპლომატიის საკონსულტაციო კომისიის აღმასრულებელ დირექტორთან ვივიენ ვოკერთან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციაზე და ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და მასთან გამკლავების ერთობლივ და ახლებურ მიდგომებზე. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპრტამენტის მიერ საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების მიზნით გამოყოფილი გრანტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.


შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით, 18-22 ნოემბერს მიმდინარე სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

20-11-2019