საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა დეზინფორმაციასთან გამკლავების საკითხებზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტების, საქართველოს რეგიონების სკოლების მასწავლებლების და საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების შეხვედრას უმასპინძლა.

ტრეინინგის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს დეზინფორმაციასთან გამკლავების საუკეთესო მიდგომებზე და ამ კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა, EEAS აღმოსავლეთ სტრატკომის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ანელი აჰონენმა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, სექტორი 3-ის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით 18-22 ნოემბერს თბილისში სტრატეგიული კომუნიკაციებისა მნიშვნელობასა და დეზინფორმაციასთან გამკლავებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

კვირის განმავლობაში 15 ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები, ოფიციალური პირები, საჯარო და სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები იმსჯელებენ და გაუზიარებენ გამოცდილებას დეზინფორმაციასთან ეფექტიანად გამკლავების გზებსა და საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებისათვის საუკეთესო მიდგომებზე.

21-11-2019