საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ამბროლაურის პირველ საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

20.11.19 - ამბროლაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ამბროლაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო საქართველოს ურთიერთობებს, პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, მომხსენებელმა სიაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებზე. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა და დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური მასალა. 

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.

 

პროექტი საგარეო საქმეტა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შეასხებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

20-11-2019