საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა

15.11.19 - სიღნაღი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მერის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებთან საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

მოწვეულმა ექსპერტმა ნატო ბაჩიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და იმ სიკეთეების შესახებ, რომელსაც ვიღებთ ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში, მიმდინარე პროექტზე „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“ და განსაკუთრებით აღინიშნა მოსახლეობასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე მეტი კომუნიკაციის აუცილებლობა.

15-11-2019