საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ხაბელაშვილებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

21.11.2019 - სოფელი ხაბელაშვილები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს ორგანიზებით შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში ევრონტეგრაციის საკითხებზე  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა, სალომე აბულაძემ ისაუბრა უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA) და ამ მიმართულებით არსებულ წარმატებულ მაგალითებზე. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. ყურადღება, ასევე, გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, არსებულ მითებსა და რეალობაზე. 

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალები.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

 

21-11-2019