საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში ინტელექტუალური თამაში "რა? სად ? როდის?" გაიმართა

23.11.2019 შუახევი-ხიჭაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიურო  შუახევის ინტელექტ-კლუბის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშს "რა? სად? როდის?"  შეუერთდა.  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ  მონაწილეებს საინფორმაციო მასალები გადასცა , გამარჯვებული გუნდის წევრები კი სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვა.

 

შეჯიბრში მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლის და ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეები მონაწილეობდნენ .  სულ ასპარეზობდა 12 გუნდი.

 საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: 

I - ადგილი- ,,სარანგი"; 

II - ადგილი ,,ვენი ვიდი ვიცი"; 

III - ადგილი ,,შუბანი უნივერსალი". 

ღონისძიებას ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ექსკლუზიურად ჩატარების უფლების მქონე პირი ზვიად ფუტკარაძე უძღვებოდა.

შუახევის ინტელექტ-კლუბის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" საშემოდგომო სეზონის ფინალური შეხვედრა  შუახევის მერიისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 

23-11-2019