საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კახეთში ესეების კონკურსი ,,ნატო ჩემი არჩევანი’’ გაიმართა

15.11.19 - კახეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ  „ნატოს დღეები 2019-ის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში გამოცხადებული ესეების კონკურსის „ნატო ჩემი არჩევანი“ გამარჯვებული მოსწავლეების ნაშრომების  დაჯილდოვება გაიმართა.

 

კონკურსში კახეთის რეგიონის    საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მასში  რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთო. ჟიურის მიერ  გამოვლენილი 5 საუკეთესო ნაშრომების ავტორებს სერტიფიკატები და სამახსოვრო წიგნები გადაეცათ. პირველი ადგილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. საქობოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ჟანა ზურაშვილმა დაიკავა.

 

ნატოს დღეები საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

15-11-2019