საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმში შეხვედრა გაიმართა

22.11.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაცო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა  ბათუმის  გრ. რობაქიძის  უნივერსიტეტის პირველკურსელებთან   საინფორმაციო შეხვედრა გამართა.  

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ განვლილი ეტაპები ევროინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები და ის მიმართულებები,  რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.  ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ყალბი ინფორმაციის გადამოწმების  ხერხებსა  და მეთოდებზე,   უვიზო მიმოსვლასა და  ამ პროცესში არსებულ გამოწვევებზე. ასევე,   მომხსენებელმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა  ევროკავშირის მიერ დაფინასებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  ERASMUS.

 

სტუდენტები დაინტერესდნენ  ისეთი საკითხებით, როგორიცაა -   რამდენად არის საქართველო ევროპა?  რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და აქტიურობა ევროინტეგრაციის პროცესში?   რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ დღეს?  ახალგაზრდების  ამ და სხვა  შეკითხვების ირგვლივ  გაიმართა  დისკუსია და დასახელდა ის მითებიც, რომლებიც აქტიურად ვრცელდება  საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით.   

   

შეხვედრის დასასრულს მსმენელებს დაურიგდათ თემატური  ბროშურები და საინფორმაციო მასალები.

22-11-2019