საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

26.11.19 – სოფელი პიპინეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს შექმნის ისტორიას, ნატო საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, ნატო საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო თემატური მასალა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

     

26-11-2019