საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

21.11.19 - სოფელი ახალაბასთუმანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის ინიციატივით,    მოსწავლეებთან საქართველოს   ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე,   საქართველოს   ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე,     არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.   ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

 

ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგმა ქალბატონმა ცირა გულუამ სკოლის სამოქალაქო კლუბის "მომავლის ევროპელების" მიერ 2017 წლიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

 

შეხვედრის   დასასრულს მონაწილეებს   საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, რომ   2017 წელს ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში დაარსდა სამოქალაქო კლუბი "მომავლის ევროპელები". მოეწყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხე.    კლუბის მიზანია ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და ნატოს შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება, როგორც სკოლაში, ასევე თემსა და სოფელში.

 

კლუბის დაარსების დღიდან ,,მომავლის ევროპელებმა" განახორციელეს 50-მდე მცირე თუ მასშტაბური პროექტი, რომელიც მიმართული იყო ისეთ გლობალურ თემატიკაზე როგორებიცაა: მდგრადი განვითარება-ეკოლოგია. აქტიური მოქალაქე. მოხალისეობრივი ღონისძიებები. ყოველწლიურად კლუბი ფართომასშტაბინ კვირეულს მართავს ევროპის დღეებთან დაკავშირებით.

 

21-11-2019