საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

27.11.19 - ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით "ნატოს სკოლა 2019"-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მოსწავლეებს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სკოლის მოსწავლეები თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიზე ესაუბრნენ და უვიზო მიმოსვლის წესები საინტერესო ვიდეორგოლებით გააცნეს.

 

აღსანიშნავია რომ "ნატოს სკოლა 2019" ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ. 

27-11-2019