საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შუახევში მცხოვრებ ახალგზარდებთან გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

24.11.19 - ლაშქრობა კავიანის ციხეზე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ   შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ კავიანის ციხეზე ორგანიზებულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს  წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ,  ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობაზე, ლაშქრობის კულტურის განვითარებასა და ისტორიული ძეგლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახალგაზრდებს, ასევე, წითელი ჯვრის ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი მარიკა ფუტკარაძე და მერიის ახალგაზრდული განყოფილების თანამშრომლები ამირან ხიმშიაშვილი და თამარ ხიმშიაშვილი გაესაუბრნენ.

 

მონაწილეებმა გუნდურად შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალებები და გამარჯვებულ გუნდს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სახელით სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ასევე, მონაწილეებს დაურიგდათ საინფრომაციო მასალები. 

 

24-11-2019