საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისში პროფკავშირების სკოლაში შეხვედრა გაიმართა

28.11.19 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ქუთაისში პროფკავშირების სკოლის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრაზე მომხსენებელმა ნატო საქართველოს პარტნიორობაზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრეს. 

 

შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხებით და იმ რეგულაციებით, რასაც ევროკავშირი გვავალდებულებს, აგრეთვე ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით .

 

შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. 

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა   რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ  საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.  

 

28-11-2019