საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მახუნცეთის თემში შეხვედრა გაიმართა

28.11.2019 მახუნცეთის თემი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის შუახევის ბიუროს ორგანიზებით ქედაში, მახუნცეთის თემში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შუახევის ბიუროს წარმომადგენელი სალომე აბულაძე და მოწვეული ექსპერტი გიორგი ცხვიტავა უძღვებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ამ მხრივ არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. მოწვეულმა ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ ხაზგასმით ისაუბრა კონკრეტულ მაგალითებზე საქართველოს მიერ გავლილ გზაზე ევროინტეგრაციის პროცესში.მონაწილეები დაინტერესდნენ თუ რა არის "მაპი"? და რა ეტაპზეა საქართველო-ნატოს ურთიერთობები.

შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა და მახუნცეთის თემში ქედის მერის რწმუნებულები ესწრებოდნენ. მონაწილეებს გადაეცათ საინფორმაციო მასალები.

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

28-11-2019