საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კიბერუსაფრთხოების კურსი მედიისა და არასამთოვრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის

28-29 ნოემბერს, ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი კურსი ,,კიბერუსაფრთხოება“ გაიმართა. კურსი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა და კიბერუსაფრთხოებისკონსულტანტი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი ანდრია გოცირიძეგაუძღვა.

 

კურსი ფოკუსირდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კიბერსივრცის გამოყენება კონფლიქტებში, კიბეროპერაციები დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებზე ზემოქმედებისათვის, რუსული „საინფორმაციო კონფრონტაცია“ და მისი ინსტრუმენტები, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა, კიბერუსაფრთხოების მინიმალური წესები მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის.

 

 

28-11-2019