საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პედაგოგებთან

28.11.2019 ზუგდიდი

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრში,  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის  პედაგოგებთან  საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნარდაია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა უძღვებოდნენ.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.

 

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. 

 

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ქვეყნის ევროპული და ევრო  -ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე. 

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში”  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

28-11-2019