საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისის მე-19 სკოლაში ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს

29.11.2019 ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით "ნატოს სკოლა 2019"-ის ფარგლებში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში. 


შეხვედრაზე სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათ თანატოლებსთან ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე ესაუბრნენ და უვიზო მიმოსვლის წესებით სარგებლობა საინტერესო ვიდეორგოლებით გააცნეს.

 

ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ნატო საქართველოს პარტნიორობაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ესაუბრა.

აღსანიშნავია რომ "ნატოს სკოლა2019" ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავდ მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ.

29-11-2019