საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

28.11.2019 თელავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით თელავის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა, ბექა ექსეულიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებზე, ნატო საქართველოს პარტნიორობასა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრა.

 

შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები დაინტერესდნენ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის წესებითა და იმ რეგულაციებით, რასაც ევროკავშირი გვავალდებულებს.

 

შეხვედრის მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 

პროექტი “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

28-11-2019