საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი ფრანგ სენატორებს შეხვდა

28.11.2019 თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი საქართველოში ვიზიტით მყოფ ფრანგ სენატორებს კაროლინ ჟონვიესა და ჟოაკიმ პუოიეს შეხვდა.


ვიზიტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე ევროინტეგრაციის პროცესისა და  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმრებს ცენტრის სტრუქტურა, საქმიანობის პრიორიტეტები და მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო . აგრეთვე ისაუბრა საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე.ამ მხრივ თამარა წულეისკირმა საინფორმაციო ცენტრის სამიზნე აუდიტორიის, განხორციელებული პროექტებისა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ საინფორმაციო ცენტრის გამოცდილების შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა.

28-11-2019