საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სოფელ როხში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

03.12.2019 სოფელი როხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით  სოფელ როხში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, მერის რწმუნებული თემში ლევან კაცაძე და საკრებულოში სოფლის დეპუტატი ესწრებოდნენ. 
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა.  შეხვედრაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

03-12-2019