03.12.2019 სოფელი ვარციხე
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხის საჯარო სკოლის ინიციატივით ევროინტეგრაციის საკითხებზე მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატო-ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ისაუბრა.
მოსწავლეები დაინტერესდნენ შრომით უფლებებზე და გარემოს დაცვით საკითხებზე, რაც ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით შესაბამის ვალდებულებების შესრულებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდათ.