საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში ევროინტეგრაციის საკითხებზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

03.12.2019 ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისროს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროსა და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორთან ნატო ქათამაძესთან თანამშრომლობით საერთაშორისო ურთიერთობების მაინორის სტუდენტებთან ევროინტეგრაციის საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროში გაიმართა, სადაც სტუდენტებს ქონდათ შესაძლებლობა თემატურ ლიტერატურას გაცნობოდნენ. მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა.  შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებთან თემატური საინფორმაციო მასალა დარიგდა.

03-12-2019