საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
თამარა წულეისკირი საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფიცერს გინტარას ბაგდონანსს შეხვდა 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გაცნობითი შეხვედრა გამართა  საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ოფიცერთან გინტარას ბაგდონანსთან.

 

შეხვედრაზე გინტარას ბაგდონანსმა თამარ წულეისკირს ცენტრის დირექტორად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

თავის მხრივ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა სტუმარს ცენტრის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც რეგიონში საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას და  გავრცელებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას უკავშირდება.

 

მხარეებმა, კვლავ დაადასტურეს ნატო-ს სამოკავშირეო ოფისსა და საინფორმაციო ცენტრს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობები განიხილეს. 

 

29-11-2019