საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბათუმის ბიუროში შეხვედრა გაიმართა

04.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის   რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში   ირმა გაბინაშვილი    პროგრამა “მომავლის თაობის“ მონაწილეებს შეხვდა   და    ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ესაუბრა.  

 

შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის   აჭარის   ბიუროში გაიმართა, სადაც შეხვედრის   მონაწილეებს   ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა   ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე მიაწოდა ინფორმაციები.   შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. 

   

აღსანიშნავია, რომ პროგრამას „მომავლის თაობა“    ბათუმის განათლების,   განვითარების და დასაქმების ცენტრი   BEDEC   ახორციელებს, რომელიც საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან   მჭიდროდ თანამშრომლობს.

04-12-2019