საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ კორცხელის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

05.12.19 - სოფელი კორცხელი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის  მოსახლეობასთან საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, ნატოს შექმნის ისტორიაზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე,   ნატოსთან თანამშრომლობაზე,  არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.   ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე. შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

05-12-2019