საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის 29 საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

05.12.19 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით "ნატოს სკოლა 2019"-ის ფარგლებში ქუთაისის #29 საჯარო სკოლაში  ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს  წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ მოსწავლეებს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. #29 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებს პრეზენტაციები წარუდგინეს, ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია უამბეს და უვიზო მიმოსვლის წესები საინტერესო ვიდეორგოლებით გააცნეს.

 

აღსანიშნავია რომ "ნატოს სკოლა 2019" ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ. 

 

05-12-2019