საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ბსუ-ს სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

05.12.19 - ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

მომხსენებელმა სტუდენტებს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით მედიაწიგნიერების  სტანდარტების ამაღლებაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე განხილულ იქნა  საქართველოს მიერ  განხორციელებული რეფორმები  და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები, აგრეთვე ის მიმართულებები,  რომლებზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.  აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო განათლების  საკითხებით  სტუდენტების დაინტერესებასა და  საინფორმაციო ცენტრის პროექტებში მათი ჩართულობის გააქტიურებაზე.  

05-12-2019