საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე სოფელ სარფში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

06.12.19 - სოფელი სარფი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ  სარფში,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის  ბიუროს  ორგანიზებით სარფის საჯარო სკოლის  პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

 

საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა  ირმა გაბინაშვილმა მომხსენებელმა დამსწრეებს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული სარგებელის, ახალი შესაძლებლობებისა და ევროკავშირთან  ინტეგრაციის პროცესში გატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

 

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე  და მათგან მომდინარე საფრთხეებზე.  საუბარი შეეხო  აგრეთვე,   უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და სიკეთეებს, ამ პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და მათ პრევენციას.  

  

შეხვედრის  დასასრულს მონაწილეებს  საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

06-12-2019