საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელი ქუტირის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

06.12.19 - სოფელი ქუტირი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს და ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის თემის რწმუნებულის ჩართულობით   საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, მერის რწმუნებული თემში ზურაბ მიქაძე და საკრებულოში სოფლის დეპუტატი ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ნატო-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე  მიაწოდა ინფორმაცია.  შეხვედრაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დისკუსიაც გაიმართა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალა დაურიგდა.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

06-12-2019