საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ ქიძინიძეებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

04.12.19 -   სოფელი ქიძინიძეები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიძინიძეებში ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, კერძოდ, უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობასა და სიკეთეებზე, ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო, ასევე, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს ევროკავშირთან, ქართველი მეწარმეებისთვის არსებულ პერსპექტივებსა და მიღებულ სარგებელს.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ    საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.  

 

04-12-2019