საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროინტეგრაციის საკითხებზე გეგელიძეების საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

05.12.2019  - სოფელი გეგელიძეები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს ორგანიზებით ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის შუახევის ბიუროს წარმომადგენელმა სალომე აბულაძემ ევრინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გატარებულ რეფორმებს, თავისუფალ სავაჭრო სივრცეს ევროკავშირთან, უვიზო მიმოსვლის ძირითად საკითხებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა, ასევე, ევროკავშირის შესახებ არსებულ მითებსა და რეალობაზე.

 

შეხვედრას გეგელიძეების საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

 

შეხვედრის  დასასრულს მონაწილეებს  საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

შეხვედრა "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

05-12-2019