საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

06.12.19 - მარტვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, პედაგოგებთან და დირექტორებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

მოწვეულმა ექსპერტმა გია აბაშიძემ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ანა ცანავამ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

06-12-2019