საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქობულეთის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

09.12.19 - ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული  წარმომადგენელი აჭარაში, ირმა გაბინაშვილი ქობულეთის #5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ევროპული გზა“  წევრებს შეხვდა და მათ  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიღწევებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

 

შეხვედრა, პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“  მონაწილის გიორგი უღრელიძის ინიციატივითა  და სკოლის  დირექტორის ნარგიზ ჯინჭარაძის მხარდაჭერით მოეწყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის განათლების   და ბავშვთა  უფლებების დაცვის კუთხით ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე,  ნატოს გაფართოების პერსპექტივებსა და  ქვეყნის საგარეო კურსის პრიორიტეტებზე. მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა  ახალგაზრდების ინფორმირებულობასა და ჩართულობას ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს პროცესებში

09-12-2019