საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

11.12.19 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებითა და ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით "ნატოს სკოლა 2019"-ის ფარგლებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის #30 საჯარო სკოლაში.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთში, მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. 

 

პრეზენტაციები წარმოადგინა ამავე სკოლის მოსწავლემ ნია გოგლიჩიძემ და N30 საჯარო სკოლის მოსწავლემ ეკა ჯორბანაძემ. ისინი თანატოლებს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე ესაუბრნენ და უვიზო მიმოსვლის წესები საინტერესო ვიდეორგოლებით გააცნეს.

 

აღსანიშნავია რომ "ნატოს სკოლა 2019" ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები თანატოლებს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ. 

 

11-12-2019