საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ აბედათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

11.12.19 - სოფელი აბედათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,   მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ   აბედათის    მოსახლეობასთან საქართველოს ევროპული და    ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე   შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონულმა წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში, ანა ცანავამ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან   თანამშრომლობაზე,   არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება, ასევე, გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და თანმდევ საფრთხეებზე.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო თემატური მასალა გადაეცათ.

 

11-12-2019