საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

09.12.19 - სოფელი თეზაქენდი/კალინინო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში თემურ სუყაშვილი უძღვებოდა.

 

შეხვედრაზე თემურ სუყაშვილმა, განიხილა თუ რას ნიშნავს ნატო და რატომ არის აუცილებელი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ძლიერი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრობა.

 

ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS+-სა და უფრო მეტი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა ENPARD-ის შესახებ.

 

პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.

 

 

09-12-2019