საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
"ნატოს სკოლა 2019"-ის ფარგლებში ქუთაისის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

10.12.19 - ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქუთაისის N11 საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მომზადებული პრეზენტაციები თავიანთ თანატოლებს წარუდგინეს და აღნიშნულ სტრუქტურებთან საქართველოს ინტეგრაციის ეტაპებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის დასასრულს  მოსწავლეებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხად და აღნიშნა, თუ რაოდენ ეფექტიანია სწორედ თანატოლების მიერ გაზიარებული ინფორმაცია, რომელიც ზუსტად ასახავს იმ პრიორიტეტებსა და მიზნებს, რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. 
საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა აღნიშნული პროექტის შესაძლებლობებზე ისაუბრა და  ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  
პრეზენტაციები თანატოლებს მოსწავლეებმა ნინო რობაქიძემ და ანანო სანიკიძემ წარუდგინეს.
 აღსანიშნავია რომ "ნატოს სკოლა 2019" ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის
განმავლობაში სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს 
სკოლებში წარადგენენ. 

10-12-2019