საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის აღსანიშნავი ღონისძიებები ბათუმში

11.12.19 - ბათუმი

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანად არჩევის აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში,  ბათუმში  დაგეგმილ აქტივობებს  საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აჭარის ბიუროც“ შეუერთდა.

 

ბიუროს მოხალისეებმა, ევროკავშირის დროშებითა და საინფორმაციო ფლაერებით,  ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბათუმის  ცენტრალური პარკის კოლონადებიდან საკანონმდებლო ორგანოს ახალ შენობამდე  საზეიმო მსვლელობასა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შენობის წინ, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის ცერემონიალში.

 

ღონისძიებაზე  სიტყვით მიმართვისას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნეს ახალგაზრდების როლი და მათი ჩართულობის მნიშვნელობა ევროინტეგრაციის პროცესში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე და ეს საპატიო ტიტული მან  2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით გადმოოიბარა.  

11-12-2019