საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ქუთაისში პროექტის „მომავლის ელჩები“ შეხვედრა გაიმართა

13.12.19 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი, მარიკა ვაჭარაძე და მოწვეული ექსპერტი ნათია გვენეტაძე პროექტის "მომავლის ელჩები" მონაწილეებს შეხვდნენ. შეხვედრა ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისში შედგა.

 

საინფორმაციო ცენტრის  წარმომადგენელმა მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე საკრებულოს თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა  ირაკლი შენგელიამ მოსწავლეებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე ესაუბრა.  ნათია გვენეტაძემ კი,  ნატო საქართველოს პარტნიორობასა და თავსებადობაზე, ნატოს შექმნისა და გაფართოების ეტაპებზე ისაუბრა.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტს რეგიონალური ინიციატივების ცენტრი ნათელი მომავალი ახორციელებს, რომელიც ქუთაისის მერიის ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტის პარტნიორია საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო.

 

 

13-12-2019