საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ქუთაისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

 

12.12.19 - ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს ორგანიზებით "ნატოს სკოლა 2019"-ის ფარგლებში ქუთაისის #26 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის ბიუროში, მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, უვიზო მიმოსვლასა და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ესაუბრა. 

 

შეხვედრაზე პრეზენტაციები წარადგინეს ამავე სკოლის მოსწავლემ ნია გოგლიჩიძე და 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ეკა ჯორბანაძემ.

 

აღსანიშნავია რომ "ნატოს სკოლა 2019" ქუთაისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელშიც 20 საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. წლის მანძილზე სკოლის კურსდამთავრებულები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ თანატოლებს თავად მოუყვებიან და მომზადებულ პრეზენტაციებს სკოლებში წარადგენენ. 

 

12-12-2019